დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტვას დაბადების დღეა. ის 77 წლის გახდებოდა.
ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
მას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.