19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"1000 მშობლის მარში" - არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ხვალ ახალი კამპანია იწყება

არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ხვალ ახალი კამპანია იწყება - "ათასი მშობლის მარში" ასე ჰქვია აქტივობას, რომელიც 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ხვალ 10 დიდ ქალაქში ერთდროულად, 17:00 საათზე დაიწყება. საზოგადოება ქუჩაში 5 მთავარი მოთხოვნით გამოდის.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის კანცელარიასთან მივლენ. მარშში მონაწილეობას მშობლების გარდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.

მთავარი მიზანი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებია.

დღის ამბები