19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
რესტორატორების განცხადებით, კომენდანტის საათი ბიზნესის სრულყოფილად ფუნქციონირებას ხელს უშლის

მიმდინარე კვირიდან სავაჭრო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ეს არ ეხებათ რესტორნებს, რომლებმაც სრულად ფუნქციონირების უფლება უკვე დღეიდან მოიპოვეს.

სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის ლოქდაუნი გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს სარესტორნო ბიზნესს.

"ეს რეალურად სრულყოფილი მუშაობის მხოლოდ 20%-ს წარმოადგენს. არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რესტორანმა სრულყოფილად იმუშაოს. კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა გვიშლის ამაში ხელს,"-აღნიშნა ბურჯანაძემ.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, ახლა მთავარი პრობლემა კომენდანტის საათია. 

ისინი თვლიან, რომ რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა დიდ დანაკლისს მოუტანს.

დღის ამბები