03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულეს

სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. დავით ცინარიძე დაშავებული პოლიციელის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

13 ივნისს, სტიქიის დროს, პატრულ-ინსპექტორები - ლევან კაპანაძე და ლევან ნათიძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ვერეს ხეობიდან მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავდათ.

მოვარდნილმა წყალმა სამართალდამცველი ავტომანქანასთან ერთად გაიტაცა. დაკარგულ პატრულ-ინსპექტორს და საპატრულო მანქანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

 
დღის ამბები