19 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილში დასრულდება

თბილისის მერმა კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 1 328 000 ლარია. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება. 

"პრაქტიკულად ახალი ხიდი აშენდა. ეს არის აეროპორტამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია შარშან განვახორციელეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, თავისი განათებებით. მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, ამის ქვემოთ გადის სარკინიგზო მაგისტრალი და გარკვეული შეფერხებები გვქონდა ამ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და ორმხრივად გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის. აეროპორტში ჩამოსული სტუმრები ამ გზით შემოდიან ქალაქში და ამ ყველაფრის მოწესრიგება იყო მნიშვნელოვანი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები