ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. მან სპეციალურ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა. ადვოკატის განცხადებით, ვიდრე ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება წარიმართება ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ზეგავლენას მოახდენს გამოძიებაზე.
"ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მოვუწოდებთ, სანამ გამოძიება დადგინდება, რომ აღნიშნული აუდიო მასალა ავთენტურია თუ არა, ანუ სანამ ჩატარდება ობიექტურად გამოძიება, ამისთვის აუცილებელია, მან არანაირი ზეგავლენა არ იქონიოს გამოძიების ეტაპზე, ამისთვის აუცილებელია დატოვოს თანამდებობა," - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.