19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ქრისტიანობა ნიშნავს, მიიღო ეკლესიის სასჯელი თუნდაც ის უსამართლო იყოს - თეოლოგი ლევან აბაშიძე

ორი დიაკვანისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას თეოლოგი ლევან აბაშიძე აფასებს და ამბობს, რომ მათ უნდა მიიღონ ეს სასჯელი, თუნდაც მიაჩნდეთ, რომ ის უსამართლოა. ორ სასულიერო პირს უფლება ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ შეუჩერა.

"დიაკვნებს, რომლებსაც შეუჩერეს მღვდელმსახურება, როგორც თეოლოგი, გეტყვით, რომ მათ ეს უნდა მიიღონ, თუნდაც მიიჩნევდნენ, რომ ეს არის უსამართლო სასჯელი, ეს უსამართლო სასჯელი მათ უნდა მიიღონ. ეს არის ანბანი ქრისტიანობის. იესო ქრისტე უსამართლოდ დასაჯეს და დაითმინა და მათაც უნდა დაითმინონ, თუნდაც უსამართლოდ იყოს. მაგრამ მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ უსამართლოდ იყოს. ძალიან სამართლიანად აქვთ მათ შეწყვეტილი მღვდელმსახურება და არ არის საჭირო მათი ამდენი პიარი.

მეუფე პეტრე, ჯობია, თვითონ მივიდეს სინოდში და პასუხი გასცეს თავის საკუთარ საქციელზე. მამა პეტრეს შეუჩერეს მსახურება, აქ ხალხის მობილიზაცია და დემონსტრაციები კი არ არის საჭირო, მიიღოს ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქრისტიანობა არის რომ მიიღო ეკლესიის სასჯელი, თუნდაც ის უსამართლო იყოს, ღმერთი ყველაფერს ხედავს. ეს არის ქრისტიანობა და თუ გვაინტერესებს პოლიტიკა, პოლიტიკური ბრძოლა, დემონსტრაციები, მივარდნა, მოვარდნა, ჩოჩქოლი და ა.შ. ეს უნდა ჰკითხოთ იურისტებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მან უნდა მიიღოს ეს სასჯელი, რომელიც მას დაუდგინა მისმა კანონიერმა ეპისკოპოსმა. თუ მიაჩნია, რომ ეს ეკლესია უკვე საერთოდ აღარ არის ეკლესია, წავიდეს მაშინ საერთოდ," - ამბობს ლევან აბაშიძე.

 

დღის ამბები