პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, თეა წულუკიანი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელობას შეხვდა და ანსამბლის წევრთა სამუშაო პირობებს გაეცნო.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ანსამბლს არაერთი პრობლემა აქვს, თუმცა აქედან მთავარი ინფრასტრუქტურაა.