საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები იყო.
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭომ მომდევნო 5 წლის გეგმაზე ისაუბრა.
კომისიის წევრების შეფასებით, სისტემის პრიორიტეტული მიმართულებები ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფო სექტორის გაძლიერებაა.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ის მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.