19 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა. გიგა სადილიანის ახლობლები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

მათი თქმით, ბექა ნემსიწვერიძე ველოსიპედით მოძრავ 19 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა ბექა ნემსიწვერიძე არ დააკავა, არ შეამოწმა ნარკოტიკებზე და სიმთვრალეზე, არ ამოიღო მობილური ტელეფონი და არ მოახდინა შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერება. მათი თქმით, გარდაცვლილის ოჯახი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.  

აქციის მონაწილეები გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ, მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

შემთხვევა ქუთაისში 2020 წელს მოხდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები