19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
არჩევნები რაგბის კავშირში - "ექსპო ჯორჯიას" ეზოში გულშემატკივრები და ვეტერანი მორაგბეები იკრიბებიან

რაგბის კავშირის პრეზიდენტის ასარჩევად ყრილობა იწყება. თბილისში, წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიას" ეზოში მოქალაქეები, გულშემატკივრები და ვეტერანი მორაგბეები არიან შეკრებილები. 

ეს არის უკვე მეოთხე მცდელობა, როდესაც გაერთიანების ხელმძღვანელის არჩევისთვის დელეგატები იკრიბებიან.  გამოცდილების გათვალისწინებით ადგილზე დიდი რაოდენობით მობილიზებულია პოლიცია. 

"ხმის დამფიქსირებელი სხვა არის. ლოკომოტივი დღეს სოსო ტყემალაძე ვერ მისცემს იმ სიამოვნებას, რომ მიანიჭოს ხმის უფლება და შეუდგინოს ქვორუმი და დანარჩენი ვნახოთ," - ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

აქვე, აბუსერიძე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, სადაც მიწის ნაკვეთებზე იყო საუბარი და სადაც მისი და ვეტერანი მორაგბის, ირაკლი მაჩხანელის გვარებია ნახსენები.

"ასეთი სიბინძურით უნდათ 5 თუ 3 დღის შექმნილი ბოტით დაწერა. გამოავლინო და დამამტკიცებელი დადონ. დასამალი თუ რამე იყო, საჯარო რეესტრში გატარებული არ იქნებოდა," - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადებაც, რომლითაც უწყება არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს, მოუწოდებს უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

 

 

დღის ამბები