რაგბის კავშირის არჩევნების მიმდინარეობისას, რომელიც "ექსპო ჯორჯიაში" იმართება, ხმაური და დაპირისპირებაა.
არეულობის მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირება ამ დრომდე გრელდება, რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
შეგახსენებთ, "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტი არჩევნები მიმდინარეობს.
ეს არის უკვე მეოთხე მცდელობა, როდესაც გაერთიანების ხელმძღვანელის არჩევისთვის დელეგატები იკრიბებიან. გამოცდილების გათვალისწინებით ადგილზე დიდი რაოდენობით მობილიზებულია პოლიცია.