19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
პირობას ვერ გაძლევთ რომ კარგად განვითარდება მოვლენები - ვეტერანი მორაგბე

"ექსპო ჯორჯიაში“ სადაც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაიწყოს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ცოტა ხნის წინ, ირაკლი აბუსერიძისა და სოსო ტყემალაძის მომხრეებს შორის ვითარება დაიძაბა. პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ სოსო ტყემალაძეს, მოწინააღმდეგეები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ის უსაფრთხო ადგილამდე პოლიციამ მიიყვანა.

"ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ვირთხების ქმედებას, როლებიც შეიპარნენ და ჩუმად ირჩევენ პრეზიდენტს, სოსო ტყემალაძეს, რომელიც "გააპრავებს" – ამბობს მორაგბე, სიმონ მაისურაძე.

ვეტერანი მორაგბე, ბობა კვინიხაძის თქმიტ, პროტესტი ბუნებრივია.

"პროტესტი ბუნებრივია, როდესაც არ აღიარებ არჩევნებს და ძალადობით ხდება ხმების მოპოვება, ჩვენი გუნდების ხმები მოპარვით წაიღეს. შიგნით იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ ვიცანი, არა მორაგბეები და ამას მოჰყვა პროტესტი. ეს ბუნებრივია, ეს გაგრძელდება. ხომ არ დავხოცავთ ერთმანეთს. პირობას ვერ გაძლევთ რომ კარგად განვითარდება მოვლენები,“ - ამბობს  ვეტერანი მორაგბე, ბობა კვინიხაძე.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახალშვილი 

დღის ამბები