საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, სოსო ტყემალაძეს საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"ფანტასტიკური ამინდია, კარგი დღეა, დღეს ზეიმი გაიმართება. ბოლოს და ბოლოს სარაგბო თემი იზეიმებს მშვიდობას, სიცრუისგან განრიდებას და მუშაობაში ჩართვას. ეს არის ის, რაც უნდა ჩვენს ქვეყანას და რაგბს. მე რამდენადაც ვიცი, ხმათა უმრავლესობაზე მეტია მოსული, ქვორუმი შემდგარია და ახლა უნდა დამთავრდეს რეგისტრაცია და პასუხი გვექნება.
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებს ვეტყოდი, დესტრუქციას თავი დაანებონ, გადავიდნენ სამუშაო გარემოში. ერთად შევეგუოთ ზეიმს, ლამაზ ზეიმს სარაგბო სამყაროში," - ამბობს სოსო ტყემალაძე.
შეგახენებთ, რომ "ექსპო ჯორჯიას" ეზოში არეულობის მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი