19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
გადარჩენის 4-პუნქტიანი გეგმა - პანდემიის გამო დაზარალებული საკლუბო სექტორი დახმარებას მიიღებს

სფერო, რომელიც კოვიდპანდემიის გამო პირველი დაზარალდა, უკვე ხვალიდან გადარჩენის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას იწყებს.

ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სექტორი 2 მილიონი ლარი დაფინანსებას მიიღებს. დახმარების პაკეტით ისარგებლებს ამ სფეროში დასაქმებული 500-ზე მეტი სუბიექტი, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი, მათ შორის "დიჯეი" და ტექნიკური პერსონალი.

ქალაქ თბილისის მერიას დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ მიმართა.

დღის ამბები