ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 274 045-ს აღწევს.
COVID-19-ით ქვეყანაში კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს სულ 3 622 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 310 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 267 421-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 24594 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 15065 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 9529 PCR ტესტით.