გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას, ხოლო დაცვის მხარე ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით პატიმრობას ითხოვდა.
ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
საქმე ეხება 9 მარტს გურჯაანში ცოლზე ძალადობას, რის შემდეგაც მათი 11 თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდა, როდესაც ქალს ჩვილი ხელში ეჭირა, რის შემდეგაც ბავშვმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო, მეორე ვერსიით კი მცირეწლოვანი ასფიქსიით გარდაიცვალა.
მომხდარზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გარდაცვლილი ბავშვის დედა დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და მისი მეუღლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.