19 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მედიისთვის პრეცედენტი იყოს - ვახო სანაია საგამოძიებო უწყებაში იმყოფება

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ჟურნალისტი ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში იმყოფება, მას საქმის მასალებს აცნობენ.

ვახო სანაიასა და მის ნათესავ ქალს, რომლებსაც სამი უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

ჟურნალისტის განმარტებით, მომხდარი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა, სამივე თავდამსხმელი წინასწარ პატიმრობაშია.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს იყოს მედიისთვის პრეცედენტი. ასევე, პრეცედენტი იმისა, რომ როდესაც ჟურნალისტური საქმიანობის გამო ხდება მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა, ამაზე პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა სასამართლოში. ამ საქმეს ბოლომდე უნდა მივადევნოთ თვალი,"- აცხადებს "ტვ პირველის" ჟურნალისტი ვახო სანაია. 

სანაიას ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით კი, ამ ეტაპამდე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

"ამ ეტაპამდე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. ეს საქმე არის არამხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დაცვისთვის, არამედ მედიის თავისუფლების კუთხით უმნიშვნელოვანესი. ეს კვალიფიკაცია, რაც პროფესიული საქმიანობის გამო, ადამიანის დევნასა და ძალადობას გულისხმობს, უნდა გახდეს პრეცედენტი იმისათვის, რომ შემდეგ მსგავს საქმეებზე მოხდეს პრევენცია," - აღნიშნავს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

ჟურნალისტის განმარტებით, მომხდარი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა. სამივე თავდამსხმელი წინასწარ პატიმრობაშია.

დღის ამბები