19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი ქალი აბაშიდან ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს

ძალადობის მსხვერპლი ქალი აბაშიდან ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. 65 წლის ქალი გაუპატიურებული და ნაცემია. დაშავებულის ახლობლების თქმით, მას სახეზე ცემის კვალი ეტყობა. 

დაკავებულის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი ნასვამი იყო და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაისაჯოს. 

სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილია, თუმცა ის სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკავებიათ. 38 წლის მამაკაცის ადგილსამყოფელი არ იციან არც ოჯახის წევრებმა.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქმეზე მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

დღის ამბები