მსოფლიოში ვაქცინაცია 121 სახელმწიფოში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 326 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.
"ბლუმბერგის" მონაცემებით, მსოფლიოში იმუნიზაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
ყველაზე მეტი, 96 მილიონამდე ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში აიცრა, შტატებს ჩინეთი მოჰყვება 52 მილიონი აცრილი ადამიანით. მოსახლეობის 44-მა პროცენტმა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო ისრაელში.
ისრაელის შემდეგ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს.