19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
"მცემეს, ფული უნდოდა..." - აბაშაში ძალადობის მსხვერპლი ქალი გაუპატიურების ფაქტს უარყოფს

აბაშაში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ის გაუპატიურების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას უცნობმა პირმა სცემა და ფულს სთხოვდა. 

"მცემეს, სახეზეც მეტყობა, მთვრალი იყო და სახლში შემოვიდა. მე მეძინა და ვერ ვიცანი სახეზე, ფული უნდოდა, თანხა არ მივეცი და მაგიტომ მცემა,"- აცხადებს ძალადობის მსხვერპლი ქალი. 

მიუხედავად მისი ამ განცხადებისა, საქმეზე გამოძიება სწორედ გაუპატიურების მუხლით არის აღძრული. სავარაუდო დამნაშავე კი უკვე იდენტიფიცირებულია, 50 წლამდე მამაკაცს ამ დროისათვის სამართლდამცავები ეძებენ. ძალადობის მსხვერპლ ქალს ექსპერტიზა დღეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

დღის ამბები