19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო ხდება

15 მარტიდან თურქეთში შესვლისთვის ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო ხდება. შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანკეტაში ასახული იქნება პირის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტისა და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ თუ მოგზაურს ან მასთან კონტაქტში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაბამის პირთან დაკავშირება ოპერატიულად მოხდეს. უწყების ინფორმაციით, ამის გამო, მნიშვნელოვანია ანკეტაში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე, ფორმის შევსება გამგზავრების მსურველებს მგზავრობამდე 72 საათით ადრე მოუწევთ. აღნიშნული არ ვრცელდება ტრანზიტულ მგზავრებზე.

უწყების ინფორმაციით, მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. HES კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას.

ამასთან, თურქული მხარის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაგრძელდება 2021 წლის 15 აპრილამდე.

დღის ამბები