19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ციხეებში COVID -19-ის შემთხვევა აღარ გამოვლენილა - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ტესტირება გრძელდება

ციხეებში COVID -19-ის არცერთი შემთხვევა აღარ გამოვლენილა, ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ტესტირება გრძელდება და კვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში თვეში ერთხელ ჩატარდება.

დეკემბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 22752 ტესტია ჩატარებული.

"პენიტენციურ დაწესებულებებში pcr ტესტირების მორიგი ეტაპი ჩატარდა. ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში არ გვაქვს ახალი COVID-19-ის შემთხვევები, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. პრევენციული ზომები კვლავ მოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში, რათა დაცულები იყვნენ ჩვენი პატიმრები. ამიერიდან, pcr ტესტირება პენიტენციურ დაწესებულებებში გაიმართება თვეში ერთხელ," - ამბობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი.  

დღის ამბები