იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდმა "შემოქმედებითი საქართველო" 90 0000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დააფინანსა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია საქართველოში მსგავსი პროექტით დაინტერესდა.
"შემოქმედებითი გარდასახვა", რომელიც ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის კვლევასა და სტრატეგიის განვითარებას ისახავს მიზნად 50 ქვეყნის, 480 განაცხადიდან, 9 საუკეთესოში მოხვდა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება შემოქმედებითი ინდუსტრიების ხუთწლიანი განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა.
"შემოქმედებითი საქართველო", რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა რამდენიმე წლის წინ სწორედ, რომ საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და მისი მისიაა შესაბამისი პროგრამების, პროექტებისა და კონკურსების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას.