საქართველო მსოფლიოში ბიზნესისადმი ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა - ამის შესახებ "ჰერითიჯის ფონდის" 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგშია საუბარი.
მონაცემების თანახმად, საქართველომ მსოფლიოში მე-12, ევროპის რეგიონში კი მე-7 ადგილი დაიკავა. 77.2 ქულით ქვეყანა "უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების" ჯგუფში მოხვდა.
ინდექსის თანახმად, საერთო ქულა (0.1 ქულით) გაზრდილია. 5 კომპონენტის შეფასებისას, ანგარიშში საუბარია ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე. ინდექსის სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტში კი აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სასამართლო რეფორმები გრძელდება, თუმცა პრობლემად რჩება სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ჩარევა.