27 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
"TV-იმედის", "იმედის" ჰოლდინგში შემავალი "TV-მაესტროს" და GDS-ის მაუწყებლობა აღდგა

დღეს საღამოს რამდენიმე წუთით გათიშული იყო ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა და ასევე "იმედის" ჰოლდინგში შემავალი "მაესტრო" და GDS. ინფორმაცია ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ გაავრცელა.

"ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. ქრონიკის მთავარი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე! - წერდა რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

ამ წუთებში მაუწყებლობა სამივე არხზე აღდგენილია. ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია.

დღის ამბები