19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
წყალტუბოში მალე იუსტიციის სახლი გაიხსნება სადაც მოსახლეობა 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებს

წყალტუბოში მალე იუსტიციის სახლი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები უკვე სრულდება. ადგილზე მოსახლეობა 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებს. იუსტიციის სახლში განთავსდება ქორწინების სახლიც. 

წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება იმერეთის რეგიონში.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს სულ 13 ახალი ფილიალი შეემატა. 

მშენებლობა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მოინახულა და პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

დღის ამბები