საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 13:46 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიძლიერემ 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.