19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
სასტუმრო კოსმოსში - მალე ტურისტები დასვენებას დედამიწის ორბიტაზე Voyager Station-ში შეძლებენ

რესტორნები, ბარები, სპა სალონები, ფიტნეს დარბაზი და ოთახები ტურისტებისთვის - მალე კოსმოსში, 400 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო Voyager Station-ი გაიხსნება.

აშშ-ში, კერძოდ კი კალიფორნიის შტატში შექმნილი კომპანია პირველია, რომელიც კოსმოსში სასტუმროს განათავსებს. 

ბორბლის ფორმის სასტუმრო კოსმოსში ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება, რომლის მაკეტი უკვე მზადაა. Voyager Station-ის მშენებლობა დედამიწის ორბიტაზე იგეგმება და ის საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს.

სასტუმროს მარსზე განსახორციელებელი მისიებისთვის, მოსამზადებლად ასტრონავტებიც გამოიყენებენ. სადგურზე შეიქმნება სპეციალური კაფსულები წყლისა და ჰაერის მარაგის შესანახად.

კოსმოსში სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს დაიწყება და 2027 წელს უკვე პირველი დამსვენებელი ეწვევა.

დღის ამბები