19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართება - მათ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომა დაემატა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართება. მოქალაქეები სხვადასხვა კუთხიდან ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოლაპარაკება ჩაშალა, მთავარ მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა დაემატა. მათი თქმით, მინისტრმა შეხვედრიდან გაპარვით მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველების უპრეცენდენტო მობილიზებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანეს და იმედოვნებენ, რომ რამე ექსცესებს ადგილი არ ექნება. ორგანიზატორები, მომხრეებთან ერთად ღამით ცენტრალურ მოედანზე ავტომობილებით დარჩენას აპირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები