03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
მზიურში მიმდინარე სამუშაოების დროს დაშავებული გოგონა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

მზიურში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების დროს დაშავებული 15 წლის გოგონა თავს კარგად გრძნობს.

მას დღეს შუადღისთვის ხის მორი მოხვდა, რის შემდეგაც მოხალისე იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა და გოგონა ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.  

როგორც ცნობილია მას ტრამვა აღენიშნებოდა თავის არეში, ასევე, როგორც ექიმები აცხადებენ გოგონას ნაკაწრები და პარაზიტების ნაკბენები აღენიშნებოდა. 

დღის ამბები