შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
"დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს,"- ნათქვამია განცხადებაში.