19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იმედია ქართული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება - გიორგი ვაშაძე

შვედი დიპლომატის გახანგრძლივებული ვიზიტი საქართველოში - ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, სადაც კელი დეგნანი და კრისტიან დანიელსონი იმყოფებიან ოპოზიციური ლიდერებიც მივიდნენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპული მედიაციის შედეგად გამართული შეხვედრების საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

"დღეს უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს დღის ბოლოს სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს დროულად, რომ ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიდეს, იმიტომ არიან აქ და ამიტომ გახანგრძლივდა დანიელსონის ვიზიტი,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები