ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციის წევრები იკრიბებიან. ოპოზიციონერები კრისტიან დანიელსონთან და ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრაზე მივიდნენ.
ერთ-ერთი პირველი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამოჩნდა "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერია. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უმრავლესობის კრისტიან დანიელსოთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ის უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი.
"ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე ვიყავი აქამდე. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ეს სკეპტიციზმი გაჩნდა, კაცმა არ იცის რა მოხდა შეხვედრაზე.
ძალაშია ყველა ის პუნქტი, რაც დატოვა შარლ მიშელმა. ჩვენ გვაქვს ყველა პუნქტან მიმართებაში კომპრომისული ვერსიები,"- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საჯაროდ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებამდე მივა.
ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონს, მადლობას უხდის ვიზიტის გახანგრძლივებისთვის. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, შეთანხმების გზით ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან უნდა გამოვიდეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს, მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება.