ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა.
პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპტიმისტური განწყობა აქვს.
"მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა, რადგან დევს მაგიდაზე ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის არ არის სწორი.
დანიელსონი მედიაციის პროცესს აგრძელებს და ჯერჯერობით, აქ არის. რიგგარეშე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლოს რეფორმირება.
რიგგარეშე არჩევნები, რომ ერთჯერადი ამბავია, რომელიც ამ ქვეყანას გრძელვადიანად ინსტიტუციურად წინ ვერ წაიყვანს, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული.
კონკრეტულ დეტალებზე მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ. განწყობა მაქვს ოპტიმისტური,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.