03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
მტკვარმა მარნეულში არა აფთარი, არამედ მკვდარი ძაღლი გამორიყა

ინფორმაცია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ამბაროვკაში მდინარემ მკვდარი ზოლიანი აფთარი გამორიყა არ დადასტურდა. ადგილზე ამ წუთებში ჟურნალისტები და ზოოპარკის დირექტორი სპეციალისტებთან ერთად იმყოფებიან. 

მათი განცხადებით მდინარემ არა დაკარგული აფთრის, არამედ დაღუპული ძაღლის ცხედარი გამორიყა. 

არსებული ინფორმაციით დაღუპული ცხოველი სავარაუდოდ გერმანული დოგის ჯიშის ძაღლია. ზოოპარკის დირექტორის თქმით ცხოველი იმდენად გახრწნილია, რომ ზუსტი ჯიშის დადგენა შეუძლებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები