19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
"ოცნების" ბათუმის ორგანიზაციას ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო, რეგიონში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანად გოგი ფუტკარაძე დაინიშნა. ხოლო როსტომ აბაშიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატს უხელმძღვანელებს.

დღის ამბები