თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები პირადი თავდებობის საფუძვლზე დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ გასული წლის ყველაზე ხმაურიანი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
თავდაცვის ყოლილი მინისტრის, გენერალი გია ყარყარაშვილის მსგავსად დაკავებულებს თავდებში ირაკლი ალასანია და უწყების მოქმედი ხელმძღვანელიც ჩაუდგა. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს ნდობა დეპუტარებმაც გამოუცხადეს, მათ შორის უმრავლსობის რამდენიმე წევრიც იყო.
დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალმდებლებმა განამრტეს, რომ მას შემდეგ რაც, სააპელაციო სასამართლომ მათი მტკიცებულებები დასშავებად სცნო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე აღარ არსებობდა.
ვატორი:დავით ქაშიაშვილი