03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ვერეს ხეობაში ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტი შეიცვლება

ე.წ. ახალი გზა აღდგება, თუმცა დროებით. მთავრობამ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ არ დასტურდება, მაგრამ სავარაუდოდ ახალი გზა ვერეს ხეობაში ხიმინჯებზე გაივლის.

გადაწყვეტილება დღეს ხელისუფლებამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღო.

ამ დრომდე უცნობია გასცემს თუ არა მერია ვერეს ხეობაში დანგრეული სახლების აღდგენის ნებართვას. მთავრობაში განმარტავენ, რომ საწყის ეტაპზე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საგანგებო შესწავლა მოხდება.

ექსპერტებმა მთავრობას დღეს ადრეული სისტემების დანერგვის რეკომენდაცია მისცეს. მსგავსი პრაქტიკა როგორც გეოლოგები ამბობენ, საქართველოში არ არსებობს. მისი საშულებით მოსალოდნელი სტიქიისა და საფრთხის შესახებ, შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია მიეწოდებათ. 

თბილისის მერიას სპეციალიტებთან მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავს. 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები