19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს

სასამართლო ვერდიქტის მოლოდინში - გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს განაჩენი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა გამოუცხადოს.

ერთი კვირის წინ გამოტანილი ვერდიქტიდან გამომდინარე, ადვოკატებს დადებითი პროგნოზების გაკეთება უჭირთ და არ გამორიცხავენ, მოსამართლემ არასრულწლოვნების მიმართაც სასჯელის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს.

"სტურუასგან კარგი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს და ის მაქსიმუმს მიუსჯის თუ მინიმუმს, არასრულწლოვნისთვის ეს საინტერესო არ არის. მთავარი იყო ის, რომ რაც მას არ ჩაუდენია, იმაში გამართლებულიყო. მან სრულწლოვნებს მაქსიმუმი მიუსაჯა, სტურუამ თავის კარიერაში ძალიან დიდი ლაქა დატოვა,"- აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

9 მარტს სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიუსაჯა.

დღის ამბები