19 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია გრძელდება - "ბლუმბერგის" მონაცემებით, ამ დროისთვის 381 მილიონი ვაქცინის დოზაა გამოყენებული

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია გრძელდება, ბლუმბერგის მონაცემებით, უკვე 381 მილიონი ვაქცინის დოზაა გამოყენებული.

126 ქვეყანას შორის, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, იმუნიზირებული მოქალაქეების რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც ვაქცინა 109 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა, შემდეგია ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები.

ყოველდღიურად მსოფლიოში ვაქცინა 10 მილიონამდე ადამიანს უკეთდება. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 120 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია            2 680 000 პაციენტი. 

დღის ამბები