19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას - ალეკო ელისაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატება საპარლამენტო ტრიბუნიდან მიულოცა

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰაში მიღწეული წარმატებების გამო საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა. ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სესიაზე ბასილაშვილს გამარჯვება მიულოცა და განაცადა, რომ არ სჯერა მისი სავარაუდო მოძალადეობის.

"ყველაზე მაღალი ტრიბუნიდანაც მადლობა მინდა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც  და კულტურაც ერთბაშად.

დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ ერის სახელი ასე გაიტანა მან მთელს მსოფლიოში. მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. 

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას,"- განაცხადა ალეკოს ელისაშვილმა. 

დღის ამბები