19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობითაც კი გვიჭირს ერთმანეთთან საუბარი - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ახლა სიძულვილის და ერთმანეთზე თავდასხმის დრო არ არის.

"მიმაჩნია, რომ ახლა არ არის სიძულვილის ენის დრო. სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროკავშირის ჩართულობითაც კი, აშშ-ს ჩართულობითაც კი, გვიჭირს ერთმანეთთან საუბარი. 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ, სანამ ასეთი მძიმე პროცესი მიდის. თავი შევიკავოთ ამ თავდასხმებისგან,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები