19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
​ვაქცინაციისთვის 4456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა რეგისტრაცია, აცრილია 1143 ადამიანი

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ​ვაქცინაციისთვის 4456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა რეგისტრაცია, აცრილია 1143 ადამიანი. დღეს იმუნიზაციის პროცესს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ელჩებთან ერთად დაესწრო.

ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.

"ექიმები მოტივირებულები არიან ვაქცინაციის პროცესის მიმართ. ჩვენ ვართ მჭიდრო კონტაქტზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ევროპის მარეგულირებელთან, სადაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე თათბირი, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდეგი ვაქცინაციის პროცესი და ასევე რა რეკომენდაციები იქნება გაცემული. რის თანახმადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც შემდგომში იმოქმედებს. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან გადმოგვეცა საჩუქრად 55 ჟანგბადის კონცენტრატორი,“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

 

 

 

დღის ამბები