ევროპის საბჭო ადამიანთა ტრეფიკინგის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს, ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ანგარიშში საუბარია კონვენციის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, მაგრამ საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.
ასევე, ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმები მსხვერპლთათვის რეაბილიტაციის მიმართულებით.