მოძრაობა "ხალხისათვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე შვილის გაჩენისა და რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ისევ პოლიტიკაში ბრუნდება.
ანა დოლიძემ "დღის კურიერის" ეთერში მისი შვილის სახელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის შვილს კრავაი ჰქვია - პირველი ქართველი ფასილიტატორის სახელი.
"თქვენმა პროდიუსერმა გამახსენა დღეს, რომ ჩემს შვილს ჰქვია პირველი ქართველი ფასილიტატორის, კრავაი ჯაყელის სახელი. ფასილიტატორები ძალიან აქტუალური თემაა ჩვენს პოლიტიკაში," - განაცხადა ანა დოლიძემ.