19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
"ბათომი" და EMC ბულვარში ამბასადორის მშენებლობის საქმეზე ომბუდსმენს მიმართავენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბათომის" სახელით, ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციის გაცემის თხოვნით სახალხო დამცველს მიმართა.

განცხადებას EMC ავრცელებს.

"ბათომი და EMC მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ("სააგენტო") მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს.

შეგახსენებთ, რომ "ამბასადორი ბათუმმა" ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა, რაც 4 სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა და რომელიც ამ ტერიტორიაზე მდგარი შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულმახასიათებლებს უნდა მორგებოდა.

2021 წლის 21 იანვარს კი კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ნაცვლად 4 სართულიანი შენობისა, 19-სართულიანი (აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მიეცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

EMC მიიჩნევს, რომ მოცემული ნებართვა გაიცა როგორც კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე სამშენებლო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეში დარღვევებით და სახალხო დამცველს სთხოვს საკითხის შესწავლასა და ზოგადი რეკომენდაციების გაცემას, რათა მოხდეს ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და გადარჩენა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები