თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ინტეგრირებულ სისტემაში, რომელიც მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას 90 წუთის განმავლობაში ერთჯერად გადახდას ითვალისწინებს, მიკროვატობუსებიც ერთვებიან, - ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ეს სისტემა იმოქმედებს მხოლოდ 300 ახალ მიკროავტობუსში:
"ეს გაგრძელდება მომავალში და გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზე, რომელიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს. გარდა ამისა, პირველი აპრილიდან ახალ მიკროავტობუსებზე შეღავათიანი ტარიფის სისტემაც გავრცელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროსა და ავტობუსებში შეღავათებით სარგებლობდნენ, ანალოგიურად შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსებზე,"- განაცხადა კახა კალაძემ.