ქობულეთში COVID-19-ის პრევენციის მიზნით მედიკოსების ვაქცინაცია დაიწყო.
AstraZeneca-ს ვაქცინით "ევექსის" დირექტორი აიცრა. მან მედიკოსებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთში AstraZeneca-ს ვაქცინით 10-მდე მედიკოსია აცრილი.