19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და 70%-მდე იფარება იმპორტით - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

ქვეყნის ნაწილისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით:

"17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის "ახალციხე-500" მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს. "ენგურჰესის" სარეაბილიტაციო, ხოლო გაზსადენის "ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია" აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70 %-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე.
დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება,"- ნათქვამია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემ​ა მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.

დღის ამბები